вторник, 20 ноября 2012 г.

ბუასილის (ჰემოროის) სტატისტიკა


სწორი ნაწლავის დაავადებათა შორის,  ბუასილი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. შესაბამისად ბუასილი არის პროქტოლოგთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი. სხვადასხვა შეფასებით, ბუასილით დაავადებულთა რიცხვი ზრდასრულ ადამიანთა შორის აღწევს 120-დან-160-მდე.ცხოვრების თანამედროვე წესების გამო, ბუასილით დავადებულთა რაოდენობა იზრდება. პროქტოლოგთა პაციენტების  40% სწორედ ბუასილის გამო მიმართავს ექიმს. ბუასილიიშვიათად გვხდება  ახალგაზრდებს შორის (20 წლამდე). ძირითადად, ბუასილით ავადდებიან 25-დან 65-წლამდე. საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ რა სიხშირით გვხვდება ბუასილიმამაკაცთა და ქალთა შორის. ძირითადი მიზეზია-მორიდება; ავადმყოფები, საკითხის დელიკატურობის გამო თავს არიდებენ პროქტოლოგთან ვიზიტს. გამორიცხული არაა  ბუასილი ქალთა და მამაკაცებს შორის გვხვდებოდეს  ერთნაირი სიხშირით.ხშირად ბუასილი ვლინდება და მწვავდება  ორსულ ქალებში ან მშობიარობისას. სტატისტიკური მონაცემებით: გოგონებში ბუასილი ვლინდება 5-ჯერ იშვიათად, ვიდრე ერთხელ მაინც ნამშობიარევ ქალებში. მშობიარეთა ასაკის გათვალისწინებით, ქალებში, რომლებმაც იმშობიარეს 30 წლის ასაკში, ბუასილი გვხვდება 3-ჯერ იშვიათად, ვიდრე ორსულობისას 20 წლის ასაკში.

Комментариев нет :

Отправить комментарий