ეპილეფსია epilepsy

ეპილეფსია - ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით და მიმდინარეობს სხვადასხვა კლინიკური და პარაკლინიკური სიმპტომებით.
ეპილეფსია –  ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეპილეფსიის განვითარებაში გარკვეულ როლს ასულებს წინასწარგანწყობა და ტვინის ორგანული დაზიანება (ნაყოფის მუცელშიგა განვითარების დარღვევა, სამშობიარო ასფიქსია, მექანიკური დაზიანებები მშობიარობის დროს, ინფექციები, ქალა-ტვინის ტრავმა და სხვ.) ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია ეპილეფსიის დაყოფა – ,,გენუინურ” (მემკვიდრეობით განპირობებულ) და ,,სიმპტომურ” (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგი) ეპილეფსიებად. ეპილეფსური გულყრაგანპირობებულია ნეირონული განმუხტვების გავრცელებით ეპილეფსური აქტიურობის კერიდან მთლიანად ტვინზე (გენერალიზებული გულყრა) ან მის ნაწილზე (პარციალურიგულყრა). Read the rest of this entry »